COVID-19 - ბოლო ცნობები

იტალია თავის საზღვრებს ტურისტებისთვის წლის ბოლომდე არ გახსნის

მაისში იტალიაში გაიხსნება მთავარი მუზეუმები და ღირსშესანიშნაობები, რომლებიც COVID-19-ის პანდემიის გამო დაიკეტა, არ გამორიცხავს მინისტრი
Sputnik

თბილისი, 26 აპრილი - Sputnik. იტალია მიმდინარე წლის ბოლომდე არ დაუშვებს ტურისტებს თავის ტერიტორიაზე, განაცხადა კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა დარიო ფრანჩესკინიმ გაზეთ La Republica-სთან ინტერვიუში.

კორონავირუსი აშშ-ში, იტალიაში და მსოფლიოში - ბოლო მონაცემები 26 აპრილისთვის

„(საზღვრების გახსნა - რედ.) იქნება დამოკიდებული ეპიდსიტუაციაზე და თითოეული ცალკე აღებული სახელმწიფოს პოლიტიკაზე“, - აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, ფრანჩესკინის თქმით, არსებობს იმის ალბათობა, რომ მაისში გაიხსნება მთავარი მუზეუმები და ღირსშესანიშნაობები, რომლებიც COVID-19-ის პანდემიის გამო დაიკეტა.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსს ემსხვერპლა 26 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 196 ათასს უახლოვდება. იტალია ევროპის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც თავისი საზღვრები დაკეტა.