ბათუმში სპეცოპერაცია მიმდინარეობს – არიან დაკავებულები

წინასწარი ვერსიით, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ
Sputnik

თბილისი, 24 აპრილი - Sputnik. ბათუმში თამარ მეფის გამზირზე სპეცრაზმია მობილიზებული და სპეცოპერაცია მიმდინარეობს, იუწყება აჭარის ტელევიზია.

წინასწარი ვერსიით, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. დაკავებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სპეცრაზმი.