COVID-19 - ბოლო ცნობები

ბათუმში ღია აგრარული და თევზის ბაზრები იხსნება

ყველა ბაზარში უკვე ჩატარდა შიდა და მიმდებარე ტერიტორიების სადეზინფექციო სამუშაოები, ბაზრების ფუნქციონირება საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების სრული დაცვით განხორციელდება
Sputnik

თბილისი, 26 აპრილი - Sputnik. ბათუმში 27 მარტიდან ღია აგრარული და თევზის ბაზრები გაიხსნება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მასშტაბით ყველა აგრარული ბაზარი მიმდინარე თვის დასაწყისში დროებით დაიკეტა. აგრარული ბაზრების ფუნქციონირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ სტანდარტის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რომელიც სურსათის უვნებლობის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა და შეჯერებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან.

ბათუმის ბაზრების ფუნქციონირება საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების სრული დაცვით განხორციელდება, აცხადებენ ბათუმის მერიაში.

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 132 ახალი ფაქტი გამოავლინა

როგორც უწყებაში განაცხადეს, ყველა ბაზარში უკვე ჩატარდა შიდა და მიმდებარე ტერიტორიების სადეზინფექციო სამუშაოები. ბაზრების ტერიტორიაზე დაუშვებელია პირბადის გარეშე შესვლა. მომხმარებლებს ადგილზე ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი და გადაეცემათ ერთჯერადი ხელთათმანები. მკაცრად იქნება დაცული დისტანცია როგორც დახლებს შორის, ასევე ადამიანებთან მიმართებაში. ბაზრებს ექნება თითო შესასვლელი და გასასვლელი.

ბაზრის ტერიტორიაზე შესულ ყველა მანქანას ჩაუტარდება დეზინფექცია. სადეზინფექციო სამუშაოები პერმანენტულად ჩატარდება ყველა ბაზრის ტერიტორიაზე. რეკომენდაციების შესრულებას ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველო უზრუნველყოფს.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვების მოხსნის ეტაპები

ქვეყანაში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 27 აპრილიდან შეზღუდვების ნაწილი იხსნება. ავტომანქანების გადაადგილების აღდგენასთან ერთად მუშაობას განახლებას აგრარული ბაზრებიც შეძლებენ, ამისთვის კი ისინი შესაბამის პირობებს უნდა აკმაყოფილებდნენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით, გამიჯნული უნდა იყოს ბაზრის შესასვლელ–გამოსასვლელი. ტერიტორიაზე არ უნდა დაიშვებოდნენ 70 წელს გადაცილებული, აგრეთვე ქრონიკული დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ბრონქული ასთმა და სასუნთქი ორგანოების სხვა დაავადებები) მქონე პირები. ყველა ავტომობილს უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია. ბაზრებში ხილისა და ბოსტნეული გაყიდვა უნდა ხდებოდეს დღეების მონაცვლეობით. მყიდველთა შორის უნდა მოხდეს სოციალური დისტანციის დაცვა არანაკლებ 2 მ მანძილზე და ა.შ.