ყვითელი ამბები

თინა მახარაძის რადიკალური ცვლილება - როგორ გამოიყურება შეცვლილი მსახიობი?

ეპატაჟურმა მსახიობმა თინა მახარაძემ ამერიკაში სტილი რადიკალურად შეიცვალა. თამამი გადაწყვეტილება ტელესახემ თვითიზოლირების პირობებში ნიუ-იორკში მიიღო. ასე გამოიყურება „ჩემი ცოლის დაქალების“ ყოფილი მსახიობი...
Sputnik

ასე გამოიყურებოდა თინა მახარაძე რამდენიმე თვის წინ. ხვეული თმა მოკლე ვარცხნილობამ მოულოდნელად ჩაანაცვლა. „24 აპრილი“ - ამ სათაურით გამოქვეყნებულ ფოტოზე თინა მახარაძის ახალი ვარცხნილობა კარგად ჩანს. თინა მახარაძემ საზოგადოებას თავი ეპატაჟურობით დაამახსოვრა. მან რეიტინგულ გადაცემებში „მძიმე კაცთან" და „პროფილი" საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული აზრების თავისებური ინტერპრეტაცია გააკეთა და მეორე დღეს მთელი თბილისი აალაპარაკა. თინა ნიუ-იორკში, ბრუკლინში ცხოვრობს და სწავლობს.

მსახიობი ბარი ფაირშტეინის კინოსკოლაში (Barry R. Feirstein Graduate School of Cinema) სამწლიან სარეჟისორო პროგრამას შეისწავლის. როგორც ირკვევა, სწავლა „განათლების საერთაშორისო ცენტრის” სახელმწიფო ბიუჯეტმა დაუფინანსა. თინა ხშირად აქვეყნებს გადაღების პროცესებს და Instagram-ით ირკვევა, რომ დიდი წარმატებითა და მონდომებით უდგება გადაღების პროცესს.

აღნიშნულ სურათზე თინა მახარაძის ახალმა ვარცხნილობამ დადებითი შეფასება დაიმსახურა. ყველას კარგად ახსოვს თინას შთამბეჭდავი და თამამი შესრულება. მისი ნიჭი ამერიკაშიც დაფასდა. ის მოკლემეტრაჟიან ვიდეო რგოლებს კურსელებთან ერთად იღებს და საკუთარ Instagram-ზე განათავსებს.