COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოში კორონავირუსისგან 139 ადამიანი გამოჯანმრთელდა

COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 456-ს მიაღწია, გარდაიცვალა 5 ადამიანი. კარანტინში იმყოფება 5206 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 571 პაციენტია.
Sputnik

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის ინფექციისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი შვიდი პაციენტით - 132-მდე გაიზარდა, ნათქვამია მთავრობის მიერ საგანგებოდ შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge. 

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 456-ს მიაღწია, კარანტინში იმყოფება 5206 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 571 პაციენტია.

კორონავირუსით ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო გარდაცვლილს - 68 წლის მამაკაცს ბოლნისის კლასტერიდან - ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა. მან მიოკარდიუმის ინფარქტი გადაიტანა, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა მდგომარეობა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ხელისუფლებამ ინფექციის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც 22 მაისამდე გახანგრძლივდა. ქვეყანაში მოქმედებს რიგი აკრძალვები, მათ შორის კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე.