ყვითელი ამბები

„რა კარგი ცხოვრება იყო...“ -  ნოე ჯანეტ ქერდიყოშვილს ემოციური პოსტით ეხმაურება

ნოე სულაბერიძემ და ჯანეტ ქერდიყოშვილმა მიმდინარე მოვლენები და ძველი განვლილი პერიოდი სხვადასხვა პოსტებიტ გაიხსენეს. რას წერს პოპულარული ცოლ-ქმარი?
Sputnik

მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი და პროდიუსერი ნოე სულაბერიძე ერთად და ცალ-ცალკეც დიდი პოპულარობით სარგებლობენ. მათი სიყვარულის ისტორია სწრაფად განვითარდა და გრანდიოზული ქორწილით დაგვირგვინდა. წყვილს ქალიშვილი 28 იანვარს გაუჩნდა. როგორც პატარა ანას მშობლები ამბობენ, სახელის შერჩევას დიდი დრო დაუთმეს, თუმცა გადაწყვეტილება მოკრძალებულ სახელ ანაზე შეაჩერეს. სამსახურისა და გადაღებების გარეშე დარჩენილი წყვილი ერთმანეთს სახლში და სოციალური ქსელით ამხნევებს.  „არადა შარშან ამ დროს რა კარგი ცხოვრება იყო, როგორ გიხარიდა ამდენს რომ გატარებდი თვითმფრინავით,“- წერს ნოე სულაბერიძე. პროდიუსერმა ანტალიაში გადაღებული ულამაზესი სურათი გამოაქვეყნა. ნოემ და ჯანეტმა გრანდიოზული ქორწილის შემდეგ უამრავი ქვეყანა მოიარეს. სწორედ ამ პერიოდს იხსენებს პოპულარული ტელეწამყვანი.

თბილისში ამ წყვილზე ყველა საუბრობს. ნოე სულაბერიძის მორიგი დაოჯახება მეგობრებისთვის დიდი სიურპრიზი არ აღმოჩნდა. ახალდაქორწინებულების ურთიერთობა ძალიან სწრაფად განვითარდა და ახლა პატარა ანგელოზს ზრდიან. ბევრი ფიქრის შემდეგ, გოგონას ანა დაარქვეს. საქმიანი და გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ნოე და ჯანეტი დროს ერთად ხშირად ატარებენ. გარდა ამისა, მოდელი „პრაიმ შოუს“ გადაღებებს ფეხმძიმობის პერიოდში აქტიურად ესწრებოდა. სწორედ ამ გადაცემაში გაუმხილა ქმარს ბავშვის სქესი.

ახლა წყვილი თვითიზოლაციის პირობებში ძველ ისტორიებსა და მოგზაურობებს იხსენებს. უახლეს სურათებზე დაყრდნობით, კარგად ჩანს- წყვილი „დარჩი სახლში“ გამოწვევას სირთულის გარეშე ასრულებს.