ყვითელი ამბები

„დე, თვენახევარი არ მინახიხარ...“ - რა სჭირს ლელა წურწუმიას ხანშიშესულ დედას?

პოპ-დივამ დედის სურათი წარწერით- „დე, როგორ მენატრები“ გამოაქვეყნა. რა მოუვიდა და რა მიზეზით არ უნახავს შემსრულებელს დედა?
Sputnik

„გვაერთიანებს ემოციები, ჩაცმის სტილი, ხმა. ამიტომ ვფიქრობ, რომ მე ის ადამიანი ვარ, ვინც მას მართლა კარგად იცნობს. ჩემს წარმოდგენაში დედა სულ მასიურ სამკაულებთან ასოცირდება, რომლებზეც ბავშვობიდან ვგიჟდებოდი. ამ ტიპის სამკაულებს ტარება უნდა, ეს შენს ხასიათში, სტილში უნდა იჯდეს“, - ამბობდა ლელა. ახლა კი, დედის გვერდში არ ყოფნას ძალიან განიცდის და სოციალურ ქსელში ნუნუკა ლომთათიძის სურათს აქვეყნებს, რომელიც მშვენიერმა ქალბატონმა შვილიშვილ სანდრო წურწუმიასთან გადაიღო.

„დე, როგორ მენატრები. თვენახევარი არ მინახიხარ...“- ასე გამოეხმაურა უახლეს სურათს ლელა წურწუმია. ქართული შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომღერალი დედას კორონავირუსის გავრცელების გამო დაემშვიდოა და, როგორც აღმოჩნდა ერთ თვეზე მეტია მასთან არ უკონტაქტია. ხანშიშესული ნანუკა ლომთათიძე სახლშია თვითიზოლაციის პირობებში, ხოლო ლელა წურწუმიას საკუთარ ბინაში ოჯახის წევრებთან ერთად რჩება.

ელეგანტური, ეშხიანი, განსაკუთრებული ტემბრისა და ხმის მქონე მომღერალი წლებია პოპულარობას არ კარგავს. უშუქობაში დაწერილი სიმღერები დღემდე ჰიტია. მისი შემოქმედება ლელა წურწუმიას ქალიშვილის თანატოლებმაც კი ზეპირად იციან და ყოველ სოლო კონცერტს დიდი ინტერესით ელოდებიან. საქართველოში ერთადერთი ქალი შემსრულებელია, რომელმაც სოლო-კარიერის მანძილზე 12 ალბომი გამოუშვა. ბნელი 90-იანების დასაწყისში დაწყებული ბრწყინვალე კარიერა დღემდე წარმატებით მიმდინარეობს. ლელა წურ­წუ­მია ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლია, რომ­ლის კა­რი­ე­რაც 1991 წელს და­ი­წყო. ლელა 1969 წლის 12 თე­ბერ­ვალს თბი­ლის­ში, მხატ­ვრის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. ჰყავს დედა, ორი და, მე­უღ­ლე და ქა­ლიშ­ვი­ლი მა­რი­კო მა­მუ­ლაშ­ვი­ლი.