თბილისი, 25 აპრილი - Sputnik. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 81-ით გაიზარდა და 1 677-ს გაუტოლდა, კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“ ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით.
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა აზერბაიჯანში ერთ დღეში 30-ით გაიზარდა >>
ერთი დღით ადრე ქვეყანაში იყო 1 596 ინფიცირებული და 27 გარდაცვლილი. COVID-19-თან ბრძოლისთვის ქვეყანაში 16 მარტიდან 14 მაისამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
„სომხეთში დადასტურებულია კორონავირუსის 1 677 შემხვევა. გამოჯანმრთელდა 803 პაციენტი. გარდაიცვალა 28 ადამიანი“, - დააზუსტეს უწყებაში.
აღნიშნულია, რომ მკურნალობას გადის 846 პაციენტი, ჩატარდა 17 342 ტესტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს COVID-19 კორონავირუსის ინფექციის აფეთქება პანდემიად გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირების 2 836 330 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 197 694 ადამიანი.