ვახტანგ ტატიშვილი: „ბათუმში სკოლაში რომ მივსულიყავი ხუთ კილომეტრს გავდიოდი ფეხით“

ვატანგ ტატიშვილი იხსენებს სკოლის პერიოდს, როცა ბათუმში ცხოვრობდა მისი ოჯახი, ასევე იმას, რომ ჯარში გროზნოში მსახურობდა.
Sputnik
ვახტანგ ტატიშვილი: „ბათუმში სკოლაში რომ მივსულიყავი ხუთ კილომეტრს გავდიოდი ფეხით“

„ჯარში1965 წელს ვიყავი, იქ ყოფნის დროს ჩემმა ნათლიამ და ძმაკაცმა, ჯემალ ბაღაშვილმა, მომწერა, რომ ჩამოხვალ კარგი ამბავი უნდა დაგახვედროო. მე სკოლაში ფიზიკას ვასწავლიდი და ჯარში, გროზნოში მაქედან წამიყვანეს. მანამდე ვმღეროდი ინსტიტუტში, სკოლაში და საბავშვო ბაღშიც კი. როცა ჩამოვედი სამი წლის მერე ანსამბლი „ივერია“ შეიქმნა“-ამბობს სატელევიზიო გადაცემაში ვახტანგ ტატიშვილი.

მომღერალი ვახტანგ ტატიშვილი ამბობს: „მაშინ კომუნისტური წყობის დროს, აღდგომა და კვერცხების ღებვა ასე ადვილი საქმე არ იყო. სკოლაში ხელებს გვიმოწმებდნენ საღებავი ხომ არ გვქონდა და თუ გვქონდა -სახლში გვიშვებდნენ. მამა ომის დროს ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დაცვის უფროსი იყო.“