ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

არსებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ახალგაზრდას ჩაუტარდა ოპერაცია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
Sputnik

თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. ზუგდიდში, ტოლსტოის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცს მისმა ნაცნობმა პირმა მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

ჩხოროწყუში მამაკაცმა საკუთარი და და მეზობელი დაჭრა

დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. მედიკოსების თქმით, შეყვანისას პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული, მას ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება.

„პაციენტს ჭრილობა გულ-მკერდის, მუცლისა და კისრის არეში ბასრი საგნით აქვს მიყენებული. მას ჩაუტარდა ოპერაცია და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე", - განაცხადა ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა სულხან ორჟონიამ.

მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

 

ნიკა ლატარია