როგორ მოქმედებს თავის ტვინზე ადამიანის ხანგრძლივი იზოლაცია: საინტერესო კვლევა

მკვლევართა გუნდმა სიმონ კიუნის ხელმძღვანელობით გადაწყვიტა გაერკვია, როგორ მოქმედებს ხანგრძლივი მარტოობა ადამიანზე და მის თავის ტვინზე. კვლევისთვის ანტარქტიდის ექსპედიციის მონაწილეები შეირჩნენ.
Sputnik

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. ბერლინში მაქს პლანკის სახელობის ადამიანის განვითარების ინსტიტუტის მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, თუ რა გავლენას ახდენს ხანგრძლივი იზოლაცია ადამიანის თავის ტვინზე. კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალ The New England Journal of Medicine-ში. 

სენსაციური აღმოჩენა: უბანი თავის ტვინში, რომელიც ლაჩარ მამრს ჰიპერაქტიურ მაჩოდ აქცევს

მკვლევართა გუნდმა, სიმონ კიუნის ხელმძღვანელობით, გადაწყვიტა გაერკვია, როგორ მოქმედებს ხანგრძლივი მარტოობა ადამიანზე და მის თავის ტვინზე. კვლევისთვის შეირჩა ანტარქტიდის ექსპედიციის მონაწილე 9 ადამიანი ( 5 კაცი და 4 ქალი).

ისინი 14 თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ გერმანულ სადგურ ნოიმაიერში. რვა მათგანს ექსპედიციის დაწყებამდე და მისი დასრულების შემდეგ თავის ტვინის MRI ჩაუტარდა. ამასთან, მოგზაურობის დროს ექსპედიციის ყველა მონაწილე აბარებდა სისხლს და გადიოდა შემოწმებას კოგნიტურ შესაძლებლობებზე.     

ენის ცოდნა თავის ტვინში 1,5 მეგაბაიტს იკავებს – მეცნიერული კვლევა>>

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ პოლარელ მკვლევარებს 14 თვის შემდეგ შეუმცირდათ ჰიპოკამპუსის, ანუ თავის ტვინის მთავარი კომპონენტის მოცულობა.

გარდა ამისა, პოლარელების სისხლში შემცირდა ტვინის ნეიროტროფული ფაქტორი - ცილა, რომელიც პასუხისმგებელია ტვინში უჯრედების დაყოფაზე. მისი კონცენტრაციები არ დაბრუნებია საწყის ნიშნულს ექსპედიციიდან სახლში დაბრუნების შემდეგაც კი.