მსოფლიო ბანკი საქართველოს თანხას აძლევს: პარლამენტმა შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოყოფილი სახსრები შევა ქვეყნის ბიუჯეტში და რეგიონებში პროექტების განხორციელებას მოხმარდება.
Sputnik

თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან 45 მილიონ ევროსა და 18,2 მილიონ ევროზე ორი საკრედიტო შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მსოფლიო ბანკის ჯგუფში შედის.

საქართველოს პრლამენტის ვებ-გვერდზე განთავსებული მასალების თანახმად, 45 მილიონ ევროზე გათვლილი კრედიტი საქართველოს ბიუჯეტიდან მოხმარდება რეგიონების სახელმწიფო მხარდაჭერასა და ინვესტიციებს 27 რაიონში.

კორონავირუსი ეკონომიკას აზარალებს: რამდენით შემცირდა საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა

„ეს არის სწორედ ის პროექტი, რომელიც პირდაპირ ბიუჯეტში მოდის. კონკრეტული მიზნობრიობა აქ დაფუძნებულია რეფორმებზე, რასაც ქვეყანა ახორციელებს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.

როგორც სასესხო შეთანხმებაშია აღნიშნული, ამგვარი გულუხვი კრედიტის მიზეზი გახდა შესწორებები კონკურენციის შესახებ კანონში და მთავრობის მიერ დამტკიცებული რეგიონების განვითარების მექანიზმი.

მეორე კრედიტი (18,2 მლნ ევრო) მოხმარდება სამ რეგიონში ირიგაციული და სადრენაჟო სისტემების გაუმჯობესებას და მიწის ბაზრის განვითარებას 12 საპილოტე რაიონში.

ორივე კრედიტი 25 წლის ვადით გაიცა.

საქართველო იმპორტჩანაცვლებისთვის პერსპექტიულ დარგებს განავითარებს>>

საქართველოს მთავრობა 24 აპრილს წარმოადგენს ახალ ანტიკრიზისულ გეგმას, სადაც გათვალისწინებული იქნება საერთაშორისო პარტნიორების დანაპირები თანხა – 1,5 მილიარდი დოლარი.