COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოში კორონავირუსისგან 132 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 431 შემთხვევაა დადასტურებული.
Sputnik

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის ინფექციისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 132-მდე გაიზარდა, ნათქვამია მთავრობის მიერ საგანგებოდ შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 431-ს მიაღწია, გარდაიცვალა 5 ადამიანი. კარანტინში იმყოფება 5888 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 571 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ხელისუფლებამ ინფექციის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც 22 მაისამდე გახანგრძლივდა. ქვეყანაში მოქმედებს რიგი აკრძალვები, მათ შორის კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე.