COVID-19 - ბოლო ცნობები

როდის დაიწყება შეზღუდვების გაუქმება: მთავრობამ პირველი ეტაპი დააანონსა

შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი 27 აპრილიდან დაიწყება, ყოველი შემდგომი - ეტაპობრივად, ყოველ ორ კვირაში განხორციელდება.
Sputnik

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. საქართველოში დაწესებული რიგი შეზღუდვები, მათ შორის ავტომობილებით გადაადგილებასა და ონლაინ–ვაჭრობაზე დაწესებული აკრძალვები, ორშაბათიდან, 27 აპრილიდან მოიხსნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. 

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 10 დღის შემდეგ ქვეყანაში კომენდანტის საათი ამოქმედდა, 17 აპრილიდან კი სპეციალური ნებართვების გარეშე მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალა.

პრემიერის სიტყვებით, ნებადართული იქნება ყველა სახის ონლაინ–ვაჭრობა, ნებისმიერი პროდუქციის მიტანის სერვისი და ბაზრების მუშაობა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ეს იქნება შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი, თითოეული შემდგომი ეტაპი ყოველ ორ კვირაში, ეტაპობრივად განხორციელდება.

გარდა ამისა, გახარიას განცხადებით, თუ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესდება, შეზღუდვები კვლავ ამოქმედდება ან გახანგრძლივდება.