როგორ ინარჩუნებენ ფორმას პროფესიონალი ათლეტები და მოცეკვავეები თვითიზოლაციაში - ფოტო

Sputnik

კორონავირუსის პანდემიის გამო მთელ მსოფლიოში გაუქმდა მნიშვნელოვანი კულტურული და სპორტული ღონისძიებები, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები, ასევე ოლიმპიადა-2020. თუმცა სპორტსმენებისთვის ეს მოდუნების მიზეზი არ გამხდარა. პირიქით, ისინი ცდილობენ კარგი ფორმა შეინარჩუნონ - მსოფლიო ეპიდემიას ადრე თუ გვიან დაძლევს და კარანტინი დასრულდება.

სპორტსმენები და მოცეკვავეები ვარჯიშსა და რეპეტიციას განაგრძობენ, მართალია, შედარებით განსხვავებულ პირობებში. ზოგიერთი მათგანი ვარჯიშობს აივანზე, ზოგი საკუთარ აგარაკზე, ზოგიც - საკუთარ ეზოში.

1 / 12
სარეზერვო მრბოლელი Haas Formula One-ის გუნდიდან და F2 მრბოლელი ლუი დელეტრაზი სიმულატორის საშუალებით ვარჯიშობს
2 / 12
სპორტსმენი მარიემ ჰორმანი და მისი მეუღლე და მწვრთნელი თვითიზოლაციის დროს ტუნისში
3 / 12
მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი კარატეში ალექსანდრა რეკია ვარჯიშის დროს საფრანგეთში
4 / 12
პალესტინელი ჩემპიონი კარატეში ვარჯიშის დროს მამასთან ერთად
5 / 12
პარიზის ოპერის იტალიელი ბოლერონი ფრანჩესკო მურა სახლში ვარჯიშის დროს პარიზში
6 / 12
სნოუბორდისტი იულია ბოიარინცევა საკუთარ აგარაკზე ვარჯიშის დროს
7 / 12
ბრიტანელი სპორტსმენი მო ფარა შვილებთან ერთად ვარჯიშის დროს დიდ ბრიტანეთში
8 / 12
იორდანელი ძიუდოისტი ხადილ ალამი სახლში სავარჯიშოდ სავარძელს იყენებს
9 / 12
კუბელი ტრიატლონისტი ლესლი ამატი საკუთარი სახლის სხვენში ვარჯიშის დროს
10 / 12
პროფესიონალი მოკრივე ჯოშუა ტუკამვეჰებვა სახლში ვარჯიშის დროს ნაგურუში, სადაც უგანდელი მოკრივეების ჩემპიონთა დიდი ნაწილი დაიბადა
11 / 12
ტანმოვარჯიშე ფენია ლორენცი მშობლების სახლის ეზოში ვარჯიშის დროს
12 / 12
ბალერინა ელისონ ვერნონი თვითიზოლაციაში ვარჯიშის დროს