გუდაური–კობის მონაკვეთზე მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის დაკეტილია

ავტოტრანსპორტის მოძრაობა მლეთა–გუდაურისა და დარიალი–ლარსის მონაკვეთებზე გაუჩერებლად გავლის რეჟიმში განხორციელდება.
Sputnik

თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. ავტომობილების მოძრაობა მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო აკრძალულია, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზვავსაშიშროება ინტენსიური თოვის გამო შეიქმნა.

წვიმა, თოვლი, შტორმი: საქართველოში ამინდი გაუარესდება>>

ავტოტრანსპორტის მოძრაობა მლეთა–გუდაურისა და დარიალი–ლარსის მონაკვეთებზე გაუჩერებლად გავლის რეჟიმში განხორციელდება, რასაც საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.