ყვითელი ამბები

„როგორ ემსგავსები დედას...“ - ასე გამოიყურება იზოლირებული ევა ბარბაქაძე - ფოტო

სექსუალური შორენა ბეგაშვილის ერთადერთი ქალიშვილი თვითიზოლაციის პირობებშიც ვარსკვლავურად გამოიყურება. უახლესმა სურათებმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია. როგორ გამოიყურება შეცვლილი ევა?
Sputnik

შორენა ბეგაშვილს ერთი ქალიშვილი ჰყავს. ევა ბარბაქაძე მსახიობს პატარა ასაკში შეეძინა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შორენა ეკრანებზე არ ჩანდა. პოპულარობა დედა-შვილის ცხოვრებაში დიდი მუშაობისა და ძალისხმევის შედეგად მოვიდა. ყველამ იცის, რომ შორენა რუსთავში გაჭირვებულად ცხოვრობდა. ახლა მთელი ქვეყანა ევას და შორენას სილამაზეზე საუბრობს. მათ ბოლო პერიოდის მანძილზე ერთმანეთს სულ უფრო და უფრო ხშირად ადარებენ. ფაქტი სახეზეა – სილამაზით ევა დედას არ ჩამოუვარდება. მიუხედავად იმისა, რომ ევა ბარბაქაძე ფოტოსესიებში მონაწილეობს და ხშირად მაკიაჟით ჩანს, მისი ბუნებრივი სილამაზის ნახვა ევას ოფიციალურ გვერდზეა შესაძლებელი. მსახიობის ქალიშვილმა Instagram-ის გვერდი სულ ახლახან შექმნა. მას უკვე 49 ათასზე მეტი „ფოლოვერი“ ჰყავს. დედასთან შედარებით თამამი ფოტოებით არ გამოირჩევა, მაგრამ უახლესმა სურათმა უამრავი ადამიანი აღაფრთოვანა.

ევა ბარბაქაძე თანატოლებს შორის ორიგინალურობითა და საკუთარი ხედვით გამოირჩევა. მისი სოციალური ქსელი უამრავი ნაზი კადრით არის სავსე. როგორც ჩანს, თავისუფალ დროს, თვითიზოლაციის რეჟიმში გარეგნობას იცვლის და ექსპერიმენტებით თავს ირთობს. სტუდენტი გოგონა ნებისმიერ სტილსა და იმიჯში განსაკუთრებულად გამოიყურება. მიუხედავად იმისა, რომ შორენა ბეგაშვილს უამრავი პლასტიკური ოპერაციის გაკეთებაში ადანაშაულებენ, ფაქტია, რომ ევა წლიდან წლამდე დედის ასლი ხდება. ამას თაყვანისმცემლები ხშირად აღნიშნავენ. არც უკანასკნელი პოსტი გახდა გამონაკლისი. ერთ-ერთმა Instagram- ის „ფოლოვერმა“-  აღნიშნა და დააკომენტარა: „როგორ ემსგავსები დედას...“

ევას მშობლები დიდი ხნის წინ დაშორდნენ, მიუხედავად ამისა, ევას და მამას მეგობრული ურთიერთობა აქვთ. შორენა კი იდეალურ დედობას უწევს. გოგონა ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს. მან სკოლა გასულ წელს დაამთავრა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩააბარა.