COVID-19 - ბოლო ცნობები

რუსეთში COVID-19-თან ბრძოლის ინოვაციური მეთოდი შეიმუშავეს

ახალი მეთოდი უკვე დამტკიცებულია ადგილობრივი ხელისუფლების მიერ: გამომგონებლებს აღუთქვეს დახმარება ცდების ოპერატიული დასრულებისა და სერიული წარმოების კუთხით
Sputnik

თბილისი, 23 აპრილი - Sputnk. რუსეთში მეცნიერებმა შეიმუშავეს COVID-19-ის განადგურების ინოვაციური მეთოდი - დახურულ სივრცეებში ხელოვნური ნისლის გამოყენებით, ეს მეთოდი კუზბასში შექმნეს, იუწყება РИА Новости.

კომპანიების ჯგუფის - „ვოსტეკო“ და „გორნი-ცოტი“ - მუშაობა წარმოდგენილია მეცნიერულ-საგანმანათლებლო ცენტრ „კუზბასის“ პლატფორმაზე.

„შევიდეს პრიორიტეტული ზომების პაკეტში“: ქვეყნების ჯგუფი გაეროს მიმართავს

„ნისლის წარმომქმნელი სისტემის საშუალებით მოხდება სამუშაო ზონის თავზე ანტისეპტიკური ნივთიერებების გაფრქვევა დადგენილი პერიოდულობით და სადეზინფექციო საშუალების ზუსტი მოცულობით. დეზინფექციის ამგვარი ხერხის მეშვეობით შესაძლებელი გახდება ანტისეპტიკების ეკონომია, ასევე სადეზინფექციო საშუალებების კონცენტრაციის ზუსტი განსაზღვრა და ზემოქმედების პერიოდულობა“, - ციტირებს სააგენტო კემეროვოს ოლქის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებას.

აღნიშნულია, რომ სპეციალისტები ამ სისტემის ორ ვარიანტზე მუშაობენ. პირველი ვარიანტი - პორტატული დანადგარი ნებისმიერი ფართობის სივრცის დამუშავებისთვის, მეორე - კომპაქტური სტაციონარული დანადგარი 16 კვადრატულ მეტრამდე ფართობის სამუშაო ადგილის დეზინფექციისთვის.  

სპეციალისტების გათვლებით, ხელოვნური ნისლის გამოყენებით გაკეთებული დეზინფექცია ექვსჯერ იაფია ჩვეულებრივ, ხელით გაკეთებულ დამუშავებასთან შედარებით. ნისლის ავტომატური გაფრქვევის დროს გამორიცხულია ადამიანს ქიმიასთან პირდაპირი კონტაქტი. ამასთან ერთად, დანადგარში შესაძლებელია ნებისმიერი სადეზინფექციო საშუალების გამოყენება.

გამოგონება უკვე მოიწონა კუზბასის გუბერნატორმა სერგეი ცივილიოვმა. მისი დავალებით, გამომგონებლებს აღმოუჩენენ დახმარებას ცდების ოპერატიული დასრულებისა და სერიული წარმოების კუთხით.