პოლიციამ გარდაბანში 21 შეკვრად დაფასოებული „მეტამფეტამინი“ და „ჰეროინი“ ამოიღო

პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებები ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღო. დაკავებული მამაკაცი წარსულში ნასამართლევია.
Sputnik

თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 29 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას „მეტამფეტამინის“ და „ჰეროინის“ შემცველი 21 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და ითვალისწინებს რვიდან 20 წლამდე ვადით პატიმრობას.