მსოფლიო დღეს

პრეზიდენტმა ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ვიცე-პრემიერობა შესთავაზა

რეფორმების კუთხით ვიცე-პრემიერად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის თაობაზე მანამდე ინფორმაცია გაავრცელა გაზეთმა „უკრაინსკაია პრავდამ“. მასმედიის ცნობით, სააკაშვილის კანდიდატურას რადა 24 აპრილს განიხილავს.
Sputnik

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მას რეფორმების საქმეებში ვიცე-პრემიერობა შესთავაზა.

„მე მხარს ვუჭერდი პრეზიდენტ ზელენსკის არჩევნებში. მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც ის ამ პოსტს იკავებს, მე დიდ იმედებს ვამყარებ მის გუნდზე უკრაინისთვის <...> უმაღლეს რადაში მე გადაუდებელი ცვლილებების პროგრამასა და შმიგალის მთავრობის მუშაობაში ჩემი მონაწილეობის აუცილებლობას წარვადგენ კონკრეტული პრაქტიკით, რომლებიც მე დამიგროვდა როგორც უკრაინის გარეთ, ისე უკრაინაში მუშობის პერიოდში“, — წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ის მზადაა, ზელენსკის გარემოცვასთან ერთად იმუშაოს „ყველა პატრიოტულ ძალასთან უკრაინის პარლამენტში და სხვა პოლიტიკურ ძალებთან საზოგადოებაში“.

„იმედი მაქვს, ვიქნები გუნდის საიმედო წევრი და გამოვადგები უკრაინელ ხალხს, გავაკეთებ რა რაღაც სასარგებლოს ადამიანებისთვის, გავაძლიერებ უკრაინის პრესტიჟსა და მის ინტეგრაციას საერთაშორისო საზოგადოებებთან“, — აღნიშნავს სააკაშვილი.

რეფორმების კუთხით ვიცე-პრემიერად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის თაობაზე მანამდე ინფორმაცია გაავრცელა გაზეთმა „უკრაინსკაია პრავდამ“ წყაროებზე დაყრდნობით. მასმედიის ცნობით, სააკაშვილის კანდიდატურას რადა 24 აპრილს განიხილავს.