ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტი დაჭრა?

სისხლიანი დაპირისპირება, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის წინ მოხდა. მომხდარს არ ადასტურებენ რუის-ურბნისის ეპარქიაში.
Sputnik

თბილისი, 22 აპრილი - Sputnik. ყინწვისის მონასტრის წინამძღვარმა, მამა დავითმა (აქიაშვილი) ყინწვისის მონანული ავაზაკის სახელობის ახალი მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი საბა (ჟღენტი) ცივი იარაღით დაჭრა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას ადგილობრივი ეპარქიის მმართველი, რუის-ურბნისის მიტროპოლიტი, მეუფე იობიც (აქიაშვილი) შეესწრო, რომელიც დაპირისპირებულთა შორის გამშველებლის როლს ასრულებდა. შემთხვევა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის წინ მოხდა და მას წინ დაპირისპირება უძღოდა.

მომხდარს არ ადასტურებენ რუის-ურბნისის ეპარქიაში.

საქმის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

შსს-ს ინფორმაციით კი, მომხდარზე საქმე აღძრულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.