რამდენიმე წლის წინ მთელი ქვეყანა დაადუმა მაია ასათიანის ოჯახის ტრაგედიამ. ცნობილმა ჟურნალისტმა ქალიშვილს საფრანგეთის კლინიკაში მიაკითხა, მაგრამ ექიმებმა გოგონას გადარჩენა ვერ მოახერხეს. ნუცა ტელეწამყვანის ერთადერთი შვილი იყო. მშვენიერი და ყველასათვის საყვარელი ნუცა მაია ასათიანს პირველი ქორწინებიდან ჰყავდა. მაია ასათიანმა სახლში შვილის ფოტოების ნაცვლად უთბილესი ნახატები ჩამოკიდა. ნახატებზე ნუცა და მისი ციმბირული ჰასკი „დუდი“ არიან აღბეჭდილი. ნახატების ავტორი ნინო ჩაკვეტაძეა. ნუცა, როგორც აღმოჩნდა, ხატვაშიც ნიჭიერი იყო. ხატვა 7-8 წლის ასაკში დაიწყო და მაიამ ქალიშვილი ერთ-ერთ გამორჩეულ ქართველ მხატვართან მიიყვანა. მეგობრობა მათ შორის ამის მერე დაიწყო. ნუცას გარდაცვალების შემდეგ კი ნინო ჩაკვეტაძემ ნუცა და მისი საყვარელი ძაღლი „დუდი“ ერთად დახატა და მაია ასათიანს უსახსოვრა. როგორც ჩანს, ნუცას ფოტოების ნაცვლად ჟურნალისტს სხვადასხვა ნახატები, ნუცას ნივთები და წიგნები აქვს შენახული.
მაია ასათიანი სოციალურ ქსელში ბოლო დროს აქტიურია. ჟურნალისტი სახლში გატარებულ დროს ფაქტობრივად დეტალურად აქვეყნებს. მისი ყოველდღიური რუტინა უკვე ყველამ იცის. ბოლო პერიოდში ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში სახლის ინტერიერის, ძაღლების მოვლის დეტალების, საკუთარი წიგნების, გემრიელი საუზმის საიდუმლოებების მოყოლა მოასწრო. ამასობაში გაირკვა, რომ მის სამუშაო კაბინეტში ერთი გულის ამაჩუყებელი ნახატი ნუცას გარდაცვალების შემდეგ ჰკიდია. ახლა კი, ძველი ფოტოების დათვალიერებისას მაია ერთ ძალიან თბილ და ემოციურ სურათს გადააწყდა. აღნიშნულ სურათზე მაია 20 წლის არის, ხოლო უმშვენიერესი ნუცა სულ ციცქნაა- ერთი თვის. ნუცა 2017 წლის 23 თებერვალს საფრანგეთის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჟურნალისტის ქალიშვილს მენინგოკოკური ინფექცია დაუდგინეს. სამწუხაროდ, ნუცას გადარჩენა ვერ მოხერხდა, საავადმყოფოში უკვე კომატოზურ მდგომარეობაში მოათავსეს.
23 თებერვალს ნუცას გარდაცვალებიდან სამი წელი გავიდა. ტელეწამყვანი ამ თარიღს ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე განერიდა. როგორც მაია ვიდეოებში ამბობს, მისთვის ძალიან რთულია ეს თარიღი და ცდილობს ამ დღეს მარტო იყოს თავის თავთან, სწორედ ამიტომ ის სამოგზაუროდ მარტო წავიდა.