COVID-19 - ბოლო ცნობები

იმნაძე: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი სახლში მკურნალობს

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, აღნიშნული პაციენტი ცხოვრობს შვილთან ერთად, რომელსაც კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვს
Sputnik

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik.  საქართველოში არის კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი, რომელიც სახლში მკურნალობს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული პაციენტი ცხოვრობს შვილთან ერთად, რომელსაც კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვს.

„ჩვენთან არის უკვე ერთი პაციენტი, რომელიც სახლში მკურნალობს. აქამდე ეს არ გვითქვამს. ის, შვილთან ერთად ცხოვრობს, რომელსაც უკვე გადატანილი აქვს ვირუსი“, – განაცხადა პაატა იმნაძე „რუსთავი 2“-ის ეთერში.

21 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ს დიაგნოზი 408-ს დაუსვეს, გამოჯანმრთელდა 97, გარდაიცვალა 4. გარდა ამისა, საქართველოს კიდევ სამ მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას. კარანტინში იმყოფება 5015 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 573 პაციენტია.