COVID-19 - ბოლო ცნობები

გაეროში საქართველოს ბრძოლას კორონავირუსთან მაღალი შეფასება მისცეს

საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გაეროს რეზოლუციას კორონავირუსის ვაქცინის ხელმისაწვდომაზე ყველა ქვეყნისთვის, განაცხადა პრეზიდენტმა.
Sputnik

თბილისი, 22 აპრილი – Sputnk. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტიერეშმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბივილთან სატელეფონო საუბრისას მაღალი შეფასება მისცა ქვეყნის ბრძოლას კორონავირუსთან, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაეროს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით დღეს არსებული ვითარება იმითაა განპირობებული, რომ ქვეყანამ ვირუსთან საბრძოლველი ყველა საჭირო ზომა დროულად მიიღო.

COVID-19-ის პოტენციური ვაქცინების სია: ჯანმო მონაცემებს აქვეყნებს

საქართველოს პრეზიდენტმა, თავის მხრივ, გუტიერეშს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა კრიზისის საპასუხოდ საერთაშორისო თანამეგობრობის სოლიდარობასა და ცეცხლის გლობალურად შეწყვეტის შესახებ გენერალური მდივნის მოწოდებაში ვითარების დეესკალაციის მნიშვნელობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს გენერალურ ასამბლეაზე მიღებული რეზოლუცია, რომლის თანახმად კორონავირუსის ვაქცინა ყველა ქვეყნისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყანა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ რეზოლუციას, რადგან პანდემიასთან ბროლისთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ქვეყანას ჰქონდეს ვაქცინა.

როდის არის მოსალოდნელი კორონავირუსის პიკი საქართველოში>>

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ამ დროისთვის 408-ს მიაღწია. აქედან გამოჯანმრთელდა 97 ადამიანი, გარდაიცვალა ოთხი პაციენტი.