ნიდერლანდებში 140 მილიონი ტიტა გაანადგურეს - ფოტო

Sputnik

ინფორმაციას ავრცელებს გაზეთი New York Times ნიდერლანდების ფლორისტთა კონგლომერატის Royal Flora Holland გაყიდვების მენეჯერი ფრედ ვან ტოლი.

მისი თქმით, განადგურებული ყვავილების რიცხვში შევიდა 140 მილიონი ჰოლანდიური ტიტა.

„ვირუსმა ტიტების გაყიდვის სეზონზე შემოგვიტია“, - აღნიშნა ფრენ ვან ტოლმა. გაყიდვების დაწყებიდან ოთხი კვირის განმავლობაში ბრუნვა 50%-ით ნაკლებს შეადგენს გასულ წელთან შედარებით.

ქვეყანამ ასევე დაკარგა ათასობით ტურისტი, რომლებიც წლის ამ პერიოდში ნიდერლანდების ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობის - ტიტების, ნარცისებისა და სუმბულების სანახავად მიდიან ლისეში.

2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უჰანში პნევმონიის აფეთქების შესახებ განაცხადა. დაავადება კორონავირუსის ახალი ტიპია სახელწოდებით COVID-19. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

1 / 11
ოჯახი სურათს იღებს ტიტების მინდვრის ფონზე ლისეში
2 / 11
ტიტების მინდორი ლისეში
3 / 11
გამვლელები და ველოსიპედისტები ტიტების მინდვრის ფონზე ლისეში
4 / 11
საგზაო ნიშნები ტიტების მინდვრის ფონზე
5 / 11
ტიტების მინდორი ლისეში
6 / 11
საგზაო ნიშნები ტიტების მინდვრის ფონზე
7 / 11
მუშები ტიტების მინდორში ლისეში
8 / 11
ტიტების მინდორი ლისეში
9 / 11
ტიტების მინდორი ლისეში
10 / 11
ტიტების მინდორი ლისეში
11 / 11
სოციალური დისტანციის დაცვის აუცილებლობის გამაფრთხილებელი ნიშანი ტიტების მინდორში