დედამიწა ილუმინატორში: ცისფერი პლანეტის ხედები კოსმოსიდან - ფოტო

Sputnik

თუ კოსმოსიდან გადაღებულ დედამიწის სურათებს შეხედავთ, შეუძლებელია არ დაფიქრდეთ სიცოცხლის უნიკალურობაზე და იმაზე, თუ როგორ უნდა მოვუფრთხილდეთ ბუნებას. დღესასწაულის მიზანია, შეახსენოს ადამიანებს ბუნების შესანარჩუნებლად და მომავალი თაობების კეთლდღეობისთვის ბალანსის დაცვის აუცილებლობა.

პანდემიის პერიოდში ეკოლოგიაზე ადამიანის ზეგავლენა საკმაოდ თვალსაჩინო გახდა, როდესაც რამდენიმე კვირის განმავლობაში ბუნებრივი ცვლილებები დაიწყო: ჰაერი ბევრ ქალაქში საგრძნობლად სუფთა გახდა, წყლებში დაბრუნდა თევზი, ველურმა ცხოველებმა კი ქალაქების ქუჩებში თავისუფლად გადაადგილება დაიწყეს.

1 / 14
ყოველ წელს 22 აპრილს აღინიშნება ჭეშმარიტად გლობალური დღესასწაული - დედამიწის დღე
2 / 14
დღესასწაული 2009 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის 63-ე სესიაზე დადგინდა
3 / 14
რეზოლუციის თანაავტორი გაეროს წევრი 50-ზე მეტი სახელმწიფო იყო
4 / 14
ამ საერთაშორისო დღის დადგენილებით გამოცხადება არის იმის აღიარება, რომ დედამიწა და მისი ეკოსისტემები არის ჩვენი სახლი და უზრუნველყოფს კაცობრიობის სიცოცხლეს
5 / 14
ამრიგად, თანამედროვე და მომავალი თაობების ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიურ მოთხოვნილებებს შორის სამართლიანი ბალანსის მისაღწევად აუცილებელია ბუნებასთან და დედამიწასთან ჰარმონიის ხელშეწყობა
6 / 14
ჩრდილოეთ ნახევარსფეროში დედამიწის დღე აღინიშნება გაზაფხულზე, ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროში შემოდგომაზე
7 / 14
ამ მსოფლიო აქციის მთავარი მიზანი არის პლანეტაზე საზოგადოების და თითოეული ადამიანის ყურადღების მიპყრობა დედამიწის და მისი გარემოს პრობლემებზე. ის საშუალებას გვაძლევს გავიგოთ იმ სირთულეების შესახებ, რომლებიც კაცობრიობამ პლანეგტის გადარჩენისათვის უნდა გადალახოს
8 / 14
ხანძარი ავსტრალიაში, რეკორდულად მაღალი ტემპერატურა და კალიების მომრავლება კენიაში, COVID-19, მსოფლიო პანდემია - დედამიწა პლანეტის გადარჩენისკენ მოგვიწოდებს
9 / 14
კლიმატის ცვლილებამ, ხე-ტყის გაჩეხვამ, მიწათსარგებლობის ცვლილებამ, სასოფლო-სამეურნეო და მეცხოველეობის ინტენსიური მეთოდების დანერგვამ და ბრაკონიერებამ შეიძლება გაზარდოს ინფექციური დაავადებების ცხოველებიდან ადამიანზე გადაცემის რისკი, ისეთების, როგორიცაა COVID-19
10 / 14
კორონავირუსის პანდემია საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ადამიანების სიცოცხლეს, არამედ პლანეტის ბიოლოგიურ მრავალფეროვნებასაც
11 / 14
პლანეტის გადარჩენის ყველა მცდელობის მიუხედავად, მთელ მსოფლიოში ცვლილებები კატასტროფული ტემპით მიმდინარეობს
12 / 14
შეფასებების თანახმად, ერთი მილიონი სახეობის ცხოველი და მცენარე საფრთხეშია
13 / 14
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დედამიწის საერთაშორისო დღე საშუალებას გვაძლევს გავიგოთ იმ რთული გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც დგას კაცობრიობა პლანეტის გადასარჩენად
14 / 14
ამ მომენტისათვის, მთავარი მიზანი COVID-19-ის გავრცელების შეჩერებაა