COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოში კორონავირუსისგან 97 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 408-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 97 ადამიანი, გარდაიცვალა 4 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4816, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 571 ადამიანია.
Sputnik

თბილისი, 21 აპრილი - Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსი კიდევ ორმა ადამიანმა დაამარცხა, ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge. 

ამგვარად, საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 408-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 97 ადამიანი, გარდაიცვალა 4 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4816, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 571 ადამიანია.

ასევე უცხოეთიდან სამკურნალოდ სამშობლოში გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ერთი თვით. 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე. დღეს საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდა. ავტომობილების მოძრაობა 27 აპრილიდან აღდგება.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.