თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან განიკურნა 73 წლის მამაკაცი, რომელსაც თანმხლებად სიმსივნური დაავადება აქვს, იუწყება პირველი არხი.
პაციენტი კლინიკას ხვალ დატოვებს.
ამასთან, როგორც ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, საეჭვო სიმპტომების მქონე ახალი პაციენტები კლინიკაში არ მიუღიათ. ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას აგრძელებს COVID-19-ის დიაგნოზის მქონე 23 პაციენტი, მათგან სამი კლინიკას ხვალ დატოვებს.
21 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ს დიაგნოზი 408-ს დაუსვეს, გამოჯანმრთელდა 97, გარდაიცვალა 4. გარდა ამისა, საქართველოს კიდევ სამ მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას. კარანტინში იმყოფება 5015 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 573 პაციენტია.