COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა აზერბაიჯანში 1480-მდე გაიზარდა

დღეისათვის აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 1480 ფაქტი გამოვლინდა. აქედან 865 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 20 გარდაიცვალა
Sputnik

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. აზერბაიჯანში  კორონავირუსით ინფიცირების 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.

განცხადების თანახმად, 74 პაციენტი განიკურნა.

57 მამაკაცს, რომლის ანალიზის პასუხი დადებითი აღმოჩნდა, ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოთირეოზი და თირკმლის ქრონიკული დაავადება. ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, ის გარდაიცვალა.

დღეისათვის აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 1480 ფაქტი გამოვლინდა. აქედან 865 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 20 გარდაიცვალა, განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობას 595 ადამიანი აგრძელებს.

განვლილ პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსზე 102 764 ტესტი ჩატარდა.