COVID-19 - ბოლო ცნობები

ირანმა საპატიმროებიდან ათასი უცხოელი გაათავისუფლა

ირანის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საპატიმროებიდან ასი ათასი პირია გათავისუფლებული კორონავირუსის ეპიდემიის გამო, მათ შორის, უცხოეთის ათასი მოქალაქე.
Sputnik

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. ირანის ციხეებიდან ათასზე მეტი უცხოელი პატიმარი გაათავისუფლეს კორონავირუსის ეპიდემიის გამო, განაცხადა ქვეყნის სასამართლო ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა გოლიამჰოსეინ ესმაილიმ. 

დამნაშავეა ირანი: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ირანს ხუთი ქვეყნის ინფიცირებაში სდებს ბრალს

„გავათავისუფლეთ რა ციხეებიდან ასი ათასი პატიმარი, ჩვენ ასევე გავათავისუფლეთ ათასზე მეტი უცხოელი მოქალაქე“, — ციტირებს სააგენტო Mizan Online ესმაილის სიტყვებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის არიან პირები, რომლებსაც ირანის უსაფრთხოების წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში ედებოდათ ბრალი. ხელისუფლებამ აღიარა, რომ ეს პირები საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ, ვინაიდან მძიმე დანაშულები არ ჩაუდენიათ.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე ირანში კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა 83 505 ადამიანს. აქედან გარდაიცვალა 5 209 და განიკურნა 59 273 პაციენტი.