ყვითელი ამბები

ბიძინა ივანიშვილი ბერას TikTok-ზე გამოჩნდა - მამა-შვილის სახალისო ცეკვა - ვიდეო

ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი ვაჟთან ერთად სოციალურ ქსელ TikTok-ზე ბერას ახალ ვიდეოში ცეკვავს. ნახეთ მამა-შვილის ერთობლივი ნომერი.
Sputnik

მას შემდეგ, რაც ცნობილი წყვილი - ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე სოციალურ ქსელ TikTok-ზე გამოჩნდნენ, მათ საერთო გვერდზე ყოველდღე ახალ-ახალი ვიდეო იდება. ცოტა ხნის წინ ნანუკამ აღდგომის დღესასწაული სოციალური ქსელის მომხმარებლებს ახალი და ორიგინალური ვიდეოთი მიულოცა. ახლა კი ბერამ მამასთან ერთად გადაღებული ვიდეო დადო, სადაც ისინი სახალისო მოძრაობებს აკეთებენ.

კორონავირუსის პანდემიისას სოციალური პლატფორმა განსაკუთრებით აქტუალური გახდა. მუსიკოსმა ბერა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ ნანუკა გუდავაძემ გადაწყვიტეს არ ჩამორჩნენ მოდას და სახალისო ვიდეოებით გაანებივრონ მაყურებელი. ამასთანავე, წყვილი „ფეისბუქის“ მხოლოდ მნიშვნელოვანი განცხადებების გასაკეთებლად გამოყენებას გეგმავს.

ვიდეოებში მათი ვაჟი - ბერუკაც ხშირად მონაწილეობს, რომელიც ცნობილ წყვილს 2019 წლის ნოემბერში შეეძინა და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს სოცქსელებში. ისინი ორი წლის წინ დაქორწინდნენ და ერთ-ერთ პოპულარულ წყვილად ითვლებიან საქართველოში.