COVID-19 - ბოლო ცნობები

თბილისის ტელეანძა სომხეთის დროშის ფერებში განათდა

საქართველომ მეზობელ ქვეყანას გაუგზავნა მესიჯი: „ამ ბრძოლაში ჩვენ თქვენს გვერდით ვართ! ერთად დავამარცხებთ პანდემიას“.
Sputnik

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. თბილისის მერია კვლავ აგრძელებს ტელეანძის განათების შეცვლას - მხარდაჭერის ნიშნად ის ნათდება იმ ქვეყნების დროშების ფერებში, რომლებიც კორონავირუსს ებრძვიან, ამჯერად ანძა სომხეთის დროშის ფერებში განათდა.

21 აპრილის მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1401-ს მიაღწია, ქვეყანაში COVID-19-ს 24 ადამიანი ემსხვერპლა.

თბილისის ტელეანძა სომხეთის დროშის ფერებში განათდა

თბილისის მერიის ინფორმაციით, სომხეთის დროშის ფერებში ანძის განათებით საქართველომ მეზობელ ქვეყანას გაუგზავნა მესიჯი: „ამ ბრძოლაში ჩვენ თქვენს გვერდით ვართ! ერთად დავამარცხებთ პანდემიას“.

სომხეთი გახდა მეცხრე ქვეყანა, რომელსაც საქართველომ მხარდაჭერა ამგვარად გამოუცხადა. ადრე ტელეანძა განათდა იტალიის, ესპანეთის, თურქეთის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, აზერბაიჯანისა, და გერმანიის დროშის ფერებში.