თბილისი ბაიკერების და ველოსიპედისტების განკარგულებაში - ფოტოები ქალაქის ქუჩებიდან

Sputnik

მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვა 21 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. სამშაბათს გახდება ცნობილი, გაუქმდება თუ გახანგრძლივდება ეს აკრძალვა. სამაგიეროდ ახლა თბილისის ქუჩებში უამრავი ადამიანი გადაადგილდება ველოსიპედით, მოტოციკლით და მოპედით.

სულ ცოტა ხნის წინ თბილისში ველოსიპედისტს იშვიათად შენიშნავდით, თუმცა ახლა მათი რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. კანონის დამრღვევებს კი პოლიცია აჯარიმებს. როგორც აღმოჩნდა, ბევრმა მათგანმა არ იცოდა, რომ ველოსიპედით ქუჩაში გადაადგილებისას აუცილებელია ჩაფხუტი, მოძრაობა კი მხოლოდ უკიდურეს მარჯვენა ზოლში შეიძლება, სხვა ტრანსპორტის შეფერხების თავიდან ასაცილებლად.

1 / 23
შთაბეჭდილება ჩნდება, თითქოს გზებზე მხოლოდ ველოსიპედისტები და პოლიცია დადის
2 / 23
ალბათ ადრე არავის შეეძლო მსგავსი სურათის წარმოდგენა - ქალაქის ყველაზე დატვირთული ქუჩები და გამზირები ცარიელია
3 / 23
ხანდახან გზებზე ჩნდებიან ავტომობილები, თუმცა ეს ან სასწრაფოა, ან პოლიცია, ან სპეციალური საშვის მქონე ავტომობილები
4 / 23
მათ გამოჩენამდე კი ცარიელ ქუჩებს ველოსიპედისტები და ბაიკერები იკავებენ
5 / 23
ქალაქის ზოგიერთ უბანში ბაიკერები ჯგუფებად გადაადგილდებიან
6 / 23
პარლამენტის შენობასთანაც კი სიცარიელეა - აქ ბაიკერები თავისუფლად გადაადგილდებიან
7 / 23
ალბათ მარტის დასაწყისშიც კი ვერავინ იფიქრებდა, რომ თავისუფლების მოედანზე ასეთი სიცარიელე დაისადგურებდა
8 / 23
მარტო სეირნობა უინტერესოა, ამიტომ ქუჩებში ხშირად შენიშნავთ წყვილად მოსიარულე ბაიკერებს
9 / 23
ზოგიერთი ველოსიპედისტი გართობისათვის ქალაქის ქუჩებში რთულ ოინებს ასრულებს
10 / 23
თუმცა წესების დაუცველოს გამო ველოსიპედისტებს პოლიციამ აჯარიმებს
11 / 23
როგორც აღმოჩნდა, ყველამ არ იცოდა, რომ მოპედით ან ველოსიპედით გადაადგილებისას აუცილებელია ჩაფხუტის ტარება. ასევე, ველოსიპედით გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ უკიდურეს მარჯვენა სამოძრაო ზოლში და ტროტუართან ახლოს, რათა არ მოხდეს სხვა ტრანსპორტის შეფერხება
12 / 23
ცარიელი ქუჩებისგან გამოწვეული თავისუფლების შეგრძნება მაცდურია
13 / 23
ქალაქში გადაადგილდებიან სპეციალური სამსახურების მანქანები, ასევე სპეციალური საშვების მქონე ავტომობილები და მიტანის სერვისის ფურგონები
14 / 23
თუ ველოსიპედისტი უხეშად დაარღვევს წესებს, ივლის საპირისპირო მიმართულებით ჩაფხუტის გარეშე და გარისკავს - შესაძლოა მოხდეს ავტოსაგზაო შემთხვევა საკმაოდ მძიმე შედეგებით
15 / 23
ქუჩებში ასევე გამოჩნდა თანამედროვეობისათვის უჩვეულო მოტოციკლები
16 / 23
ზოგიერთი აგრეგატი იმდენად იშვიათი და საინტერესოა, რომ გამვლელების ყურადღების ცენტრში ექცევა
17 / 23
მაღაზიის რიგები კი მოტოტექნიკის გამოფენას მოგაგონებთ
18 / 23
ხოლო ასეთ სურათს ხშირად წააწყდებით თბილისის ნებისმიერ უბანში
19 / 23
ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა 21 აპრილის ჩათვლით მოქმედებს. გახანგრძილვდება თუ არა შეზღუდვა - ამის შესახებ მალე გახდება ცნობილი
20 / 23
მანამდე კი ველოსიპედისტებს სიფრთხილის გამოჩენა მოუწევთ. ისეთი დარღვევისათვის, როგორიც ფოტოზე ჩანს, საპატრულო პოლიცია აჯარიმებს
21 / 23
ამბობენ, თბილისში მოთხოვნა გაიზარდა ველოსიპედებზე
22 / 23
დარჩებათ თუ არა თბილისელებს ველოსიპედით გადაადგილების ჩვევა, თუ ეს მხოლოდ იძულებული ზომებია - ამას დრო გვიჩვენებს
23 / 23
მანამდე კი ქალაქის ქუჩები ბაიკერებისა და ველოსიპედისტების განკარგულებაში რჩება. თუმცა, ალბათ ცოტა ხნით