COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 402-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 95 პირი

საქართველოში კორონავირუსი დაამარცხა 95 ადამიანმა, გარდაიცვალა 4, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4782, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 503 პაციენტია.
Sputnik

თბილისი, 20 აპრილი - Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 402-მდე გაიზარდა, ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge. 

აქედან გამოჯანმრთელდა 95 ადამიანი, გარდაიცვალა 4 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4782, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 503 ადამიანია.

ასევე უცხოეთიდან სამკურნალოდ სამშობლოში გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ერთი თვით. შემდეგ მთავრობამ მისი 10 მაისამდე გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.