ყვითელი ამბები

„ჩემთან გადმოცხოვრდა...“ - ვინ არის ია ფარულავას ოჯახის ახალი წევრი?

სოციალურ ქსელში აქტიურმა მსახიობმა უახლესი ვიდეო განათავსა. მის ოჯახს ახალი წევრი შეემატა. ნახეთ, ვინ დამკვიდრდა ია ფარულავასთან.
Sputnik

აქამდე ია ფარულავა მარტო ცხოვრობდა, ახლა მის ოჯახს ახალი წევრი დაემატა. პოპულარულ მსახიობს საკუთარი ბიზნესი აქვს. მისი სასტუმრო ქალაქში დიდი პოპულარობით სარგებლობს. იამ სოციალურ ქსელში ახალი ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეო სწორედ მის სასტუმროშია გადაღებული, რომელიც თბილისის შუაგულში, ძველ უბანშია აშენებული. ვიდეოზე ია სასტუმროს ახალ ბინადარს უღებს. მის ობიექტივში კატა გამოჩნდა. ია ფარულავას შინაური ცხოველები ძალიან უყვარს და მათთან ფოტოსესიებს ხშირად აწყობს. „ჩემთან გადმოცხოვრდა“, - ასე ეხმაურება სექსუალური მსახიობი მის სასტუმროში კატის გამოჩენას.

საქართველოში ია ფარულავა სილამაზის ეტალონადაა აღიარებული. 1987 წელს მოსკოვის კინოფესტივალის ჟიურიში მიწვეულმა რობერტ დე ნირომ ფესტივალის ნომინაციაში „ყველაზე ლამაზი ქალი“ ია ფარულავა დაასახელა. მისი გარეგნობა, ხასიათი და განწყობა ყველას ღიმილს იწვევს. რთული დასაჯერებელია, მაგრამ მსახიობი და ტელეწამყვანი 52 წლის არის. ყველას აინტერესებს, თუ რა არის მისი სილამაზის საიდუმლო და რა მეთოდებით ინარჩუნებს ვარსკვლავი სასიამოვნო გარეგნობას. ის აღნიშნავს, რომ კვირაში ორი დღე თავის მოვლისთვის აქვს გამოყოფილი. ერთ-ერთი ესთეტიკური კლინიკის „ანტიეიჯის“ ასაკის საწინააღმდეგო პროცედურების სახე და ხშირი მომხმარებელია.

ია ფარულავა სამჯერ იყო გათხოვილი. პირველად პატარა ასაკში გათხოვდა, მისი მეუღლე რამაზ ჩანტლაძე იყო. ცოლ-ქმარს ურთიერთობა არ აეწყო, რამაზი ძალიან ეჭვიანი იყო და ზოგჯერ მსახიობს ფიზიკურადაც უსწორდებოდა, რის გამოც მათი ოჯახი დაინგრა. შემდეგ ია საცხოვრებლად და სამუშაოდ ამერიკაში წავიდა, სადაც ჟურნალისტ კის რაიზერზე იქორწინა, მაგრამ მოულოდნელად საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამერიკაში ია ფარულავამ დიდი გამოცდილება მიიღო. არქივში ძველი კადრები ინახება, სადაც ია ჯონი დეპსა და რობერტ დე ნიროსთან ერთად პოზირებს.