ასე მიულოცეს ბერ ნიკოლოზს აღდგომის დღესასწაული - ვიდეო

ნარიმან მაქარაშვილს მრევლმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. ვიდეოკადრებს სოციალურ ქსელში ბერი ნიკოლოზის მრევლი ავრცელებს.
Sputnik

როგორც კადრებიდან ირკვევა, ბერს სახლში შუქი არ აქვს და ამიტომ თავზე სანათი უკეთია. საპატრიარქოს განცხადებით, ბერ ნიკოლოზ მაქარაშვილს უკვე 20 წელია, რაც მღვდელმსახურება აქვს შეჩერებული, თუმცა მას საკუთარი მრევლი მუდმივად ჰყავს.