ჩხოროწყუში მამაკაცმა საკუთარი და და მეზობელი დაჭრა

ოჯახში დაწყებული კონფლიქტის შედეგად ძმამ ცივი იარაღით ჯერ და, შემდეგ კი მათ გასაშველებლად მისული მეზობელი დაჭრა.
Sputnik

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მამაკაცმა საკუთარი და და მეზობელი დაჭრა, იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი 2"

ავარია ქობულეთში: დაშავდა კორონავირუსის სიმპტომების მქონე პაციენტი

გავრცელებული ინფორმაციით, აღდგომის საღამოს, სავარაუდოდ, ოჯახში დაწყებული კონფლიქტის შედეგად ძმამ ცივი იარაღით ჯერ და დაჭრა, შემდეგ კი მათ გასაშველებლად მისული მეზობელიც.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ორივე დაჭრილი ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანა.

პოლიციამ დამნაშავე დააკავა. 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც ორი ან მეტი ადამიანის მიმართ ჯანმრთელობის განხრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.