სამოქალაქო უპასუხისმგებლობა, თუ...საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის კიდევ 230 ფაქტი

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 ათასი ლარით
Sputnik

თბილისი, 19 აპრილი - Sputnik. სამართალდამცველებმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 230 ახალი ფაქტი გამოვლინეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა ერთი თვით, თუმცა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მისი 10 მაისამდე გაგრძელების შესახებ. ასევე 10 დღით აიკრძალა სასაფლაოებზე გასვლა. 31 მარტიდან კი საკარანტინო რეჟიმი და კომენდანტის საათი ამოქმედდა. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში სპეციალური ნებართვის გარეშე ქუჩაში გასვლა აკრძალულია.  17 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით კომენდანტის საათის დროს გადაადგილებაზე დაშვებული საშვის გარეშე მსუბუქი ავტომობილით გადაადგილებაც აიკრძალა. აგრეთვე, საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე გამოჩენა აიკრძალა.

სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს თვითშეგნებისთვის მადლობას უხდის

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 230 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ, 18 აპრილის 21:00 საათიდან 19 აპრილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 71 მოქალაქე დააჯარიმა.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში სამზე მეტი პირის შეკრების და ორ მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 68 მოქალაქე დააჯარიმეს

სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 91 პირი დააჯარიმეს.

გახარია: მადლობა ყველას, ვისაც სამოქალაქო პასუხისმგებლობა გააჩნია

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 394-მდე გაიზარდა >>

მთავრობის სპეციალურ ვებ–გვერდზე stopcov.ge განთავსებული ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს 394 ადამიანს. საქართველოს სამი მოქალაქე უცხოეთიდან ჩამოიყვანეს. გამოჯანმრთელდა 86 ადამიანი, გარდაიცვალა – 4. კარანტინში იმყოფება 5094 , ხოლო სტაციონარებში მედიკოსთა დაკვირვების ქვეშ – 547.