სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს თვითშეგნებისთვის მადლობას უხდის

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას აღდგომის დღესასწაულს ულოცავს და განმარტავს, თუ რატომ უხდის მადლობას მოქალაქეებს
Sputnik

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს და მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებისთვის მადლობას უხდის, ნათქვამია სოციალურ ქსელ Facebook-ის პირად გვერდზე გავრცელებულ წერილში.

„გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. მადლობას გიხდით იმ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებისთვის, რომელიც გუშინ ქართველმა ერმა გამოიჩინა. ამით ჩვენ ვიტვირთეთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა! ყველას გიხდით მადლობას! ქრისტე აღდგა!“ , – წერს სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 21 მარტს გამოცხადდა, 31 მარტიდან მოქმედებს კომენდანტის საათი. აღნიშნული რეჟიმი 10 მაისამდე გაგრძელდება. ნებართვის გარეშე აკრძალულია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება და საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე გამოჩენა. დაკეტილია თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი.