COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა სომხეთში 1291-მდე გაიზარდა

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ინფიცირების 43 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო მონაცემებით, სომხეთში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 20 ადამიანს შეადგენს
Sputnik

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1291-ს მიაღწია, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.

ამგვარად, ერთ დღე-ღამეში ქვეყანაში ინფიცირების 43 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, სომხეთში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 20 ადამიანს შეადგენს. ამ დროისათვის გამოჯანმრთელდა 545 ადამიანი, 726 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს. ტესტირება 12 680 ადამიანს ჩაუტარდა.

კორონავირუსი აშშ-ში, იტალიაში და მსოფლიოში - ბოლო მონაცემები 19 აპრილისთვის

შედარებისთვის, 18 აპრილისთვის, ქვეყანაში 1248 ინფიცირებული დაფიქსირდა. გასულ დღე-ღამეში გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

სომხეთის მთავრობამ 13 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი კიდევ 30 დღით გააგრძელოს - 14 აპრილიდან 14 მაისამდე. ქვეყანაში შესვლა-გამოსვლა შეზღუდულია, აკრძალულია საჯარო ღონისძიებები. დაკეტილია სასწავლო და კულტურული დაწესებულებები.

მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეთა გადაადგილება შეზღუდულია. სახლიდან გასვლა დაშვებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. მოქალაქემ თან უნდა იქონიოს პასპორტი და შევსებული ანკეტა.  საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რკინიგზისა და ტაქსის გარდა, გაჩერებულია. შეწყდა ყველა საწარმოს და ორგანიზაციის მუშაობა, სტრატეგიულად მნიშვნელოვანის გარდა. მუშაობს სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები.