COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა აზერბაიჯანში 1 398-მდე გაიზარდა

კორონავირუსისგან ბოლო 24 საათში განკურნებული ადამიანების რაოდენობამ ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვს ხუთჯერ გადააჭარბა
Sputnik

თბილისი, 19 აპრილი - Sputnik. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 25 შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი ადამიანი გარდაიცვალა ქრონიკული დაავადებებით გამოწვეული გართულებებისგან, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.

ამავე დროს, საანგარიშო პერიოდში წარმატებული აღმოჩნდა 122 ადამიანის მკურნალობა, რომლებიც უკვე გაწერეს სამედიცინო დაწესებულებებიდან, აღნიშნეს მთავრობაში.

კორონავირუსი აშშ-ში, იტალიაში და მსოფლიოში - ბოლო მონაცემები 19 აპრილისთვის

სამწუხაროდ, ექიმებმა ვერ გადაარჩინეს COVID-19-ით ინფიცირებული 80 წლის პაციენტი, რომელსაც ასევე გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტონია და პოსტინფარქტული კარდიოსკლეროზი აღენიშნებოდა.

საერთო ჯამში, თებერვლის ბოლოდან, როდესაც აზერბაიჯანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა, 1398 ინფიცირებულია რეგისტრირებული. აქედან 712 გამოჯანმრთელდა, 19 გარდაიცვალა, ხოლო 667 პაციენტი მკურნალობას სპეციალურ საავადმყოფოებში აგრძელებს. პაციენტებს შორის 19 კრიტიკულ მდგომარეობაშია, 26-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია.

რესპუბლიკაში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტების რაოდენობა 95 747-ს აღწევს.