ყვითელი ამბები

ნანუკა გუდავაძის სააღდგომო მილოცვა - ბერა ივანიშვილის მეუღლე ვიდეოს ავრცელებს

დღეს მართლმადიდებლური სამყარო ქრისტეს აღდგომას აღნიშნავს. მუსიკოს ბერა ივანიშვილის მეუღლემ, ყოფილმა მოდელმა ნანუკა გუდავაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა
Sputnik

მას შემდეგ, რაც ცნობილი წყვილი სოციალურ ქსელ TikTok -ზე გამოჩნდა, მათ საერთო გვერდზე ყოველ დღე ახალ-ახალი ვიდეო იდება. ცოტა ხნის წინ ნანუკამ აღდგომის დღესასწაული სოციალური ქსელის მომხმარებლებს ახალი და ორიგინალური ვიდეოთი მიულოცა. ვიდეოს უამრავი გამოხმაურება აქვს.

კორონავირუსის პანდემიისას სოციალური პლატფორმა განსაკუთრებით აქტუალური გახდა. მუსიკოსმა ბერა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ ნანუკა გუდავაძემ გადაწყვიტეს არ ჩამორჩნენ მოდას და სახალისო ვიდეოებით გაანებივრონ მაყურებელი. ამასთანავე, წყვილი „ფეისბუქის“ მხოლოდ მნიშვნელოვანი განცხადებების გასაკეთებლად გამოყენებას გეგმავს.

ვიდეოებში მათი ვაჟი - ბერუკაც ხშირად მონაწილეობს, რომელიც ცნობილ წყვილს ვაჟი 2019 წლის ნოემბერში შეეძინა, და  უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს სოცქსელებში. ისინი ორი წლის წინ დაქორწინდნენ და ერთ-ერთ პოპულარულ წყვილად ითვლებიან საქართველოში.