საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 394-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსი დაამარცხა 86-მა ადამიანმა, გარდაიცვალა – 4, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5094, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 547 პაციენტია.
Sputnik

თბილისი, 19 აპრილი - Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 394-მდე გაიზარდა, ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge. 

აქედან გამოჯანმრთელდა 86 ადამიანი, გარდაიცვალა – 4, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5094, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 547 პაციენტია.

ასევე უცხოეთიდან სამკურნალოდ სამშობლოში გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს სამი მოქალაქე.

საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა ერთი თვით, თუმცა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მისი 10 მაისამდე გაგრძელების შესახებ. ასევე 10 დღით აიკრძალა სასაფლაოებზე გასვლა.

31 მარტიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.