როგორი ამინდი იქნება თბილისში ორშაბათს, 20 აპრილს

ორშაბათს დედაქალაქში თბილი ამინდია მოსალოდნელი – იქნება მცირე მოღრუბლულობა და ჰაერი 24 გრადუსამდე გათბება
Sputnik

თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, ორშაბათს, 20 აპრილს თბილისში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით გამოიდარებს.

ყველაზე დაბალი ტემპერატურა პლუს 10 გრადუსი დაფიქსირდება 07:00 საათზე. დღისით ჰაერი 24 გრადუსამდე გათბება.

მზე 06:12 საათზე ამოვა და 19:47 საათზე ჩავა.