COVID-19 - ბოლო ცნობები

ქორწილიდან კარანტინში: როგორ უვლიან პაციენტებს ერევანში ქართველი ექიმი და მისი მეუღლე

სომხეთში მცხოვრებმა ექიმმა გიორგი ქანთარიამ უამბო სააგენტოს, როგორ მკურნალობენ კორონავირუსით ინფიცირებულ ასიმპტომურ პაციენტებს
Sputnik

თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. ქართველი მედიკოსი, წმინდა გრიგოლ განმანათლებლის სახელობის სამედიცინო ცენტრის ექიმი უროლოგი, გიორგი ქანთარია და მისი მეუღლე ტათევი 2020 წლის 28 თებერვალს დაქორწინდნენ, გვიამბობს „Sputnik-სომხეთი“.

მეორე დღეს კი, 1 მარტს სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. იმ დღიდან მეუღლეები ავადმყოფების გვერდით არიან და ყველაფრით ეხმარებიან მათ.

რამდენიმე დღის წინ ერევნის საკარანტინე ზონის ხელმძღვანელმა ნარეკ ვანესიანმა გამოაქვეყნა გულისამაჩუყებელი ფოტო, რომელზეც სამედიცინო ფორმაში გამოწყობილ ჩახუტებულ წყვილს პირდაპირ დივანზე ჩაეძინა.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ სომხეთში ათასს გადააჭარბა

ქანთარიები სასტუმრო „ნაირში“ აკვირდებიან კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს, რომლებსაც არანაირი ჩივილი თუ სიმპტომი არ აღენიშნებათ.

გიორგი 1988 წელს ქუთაისში დაიბადა, დედა სომეხია, მამა კი ქართველი. ის 11-12 წლის იყო, როდესაც ოჯახი საცხოვრებლად ერევანში გადავიდა.

სკოლის დამთავრების შემდეგ გიორგიმ ჩააბარა მხითარ გერაცის სახელობის ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. შემდგომში სწავლა მინსკი განაგრძო.

ერევანში დაბრუნების შემდეგ წმინდა გრიგოლ განმანათლებლის სახელობის სამედიცინო ცენტრში მუშაობა უროლოგად დაიწყო. იქვე გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე - ექთანი ტათევი.

სასტუმრო „ნაირიში“ Covid-19-ის დიაგნოზით დაახლოებით 130 პაციენტი მკურნალობს.

„ყველა პაციენტი უსიმპტომოა, ჩივილები არ აქვთ. ჩვენს მოვალეობაში შედის დავაკვირდეთ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას და შესაბამისი სამედიცინო დახმარება გავუწიოთ. მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში ისინი საავადმყოფოში გადაჰყავთ“, - უამბო ქანთარიამ „Sputnik-სომხეთს“.

მისი თქმით, ყველა პაციენტს მხოლოდ 16 ადამიანი უვლის - მედპერსონალი, ორი პოლიციელი და სასტუმროს ორი თანამშრომელი.

მოვალეობების შესრულების დაწყებამდე ყველა მათგანმა გაიარა ინფექციონისტების ინსტრუქტაჟი. გიორგიმ აღნიშნა, რომ მათ გააცნეს ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ, მის სიმპტომებზე, მკურნალობის მეთოდებზე და ა.შ.

საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან მოლაპარაკებები გამართა

ისინი, როგორც ყველა ექიმი, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. შეკითხვაზე, როდის ასწრებენ შესვენებას ან ფინჯან ყავის დალევას, გიორგი იღიმის და ამატებს: „რა თქმა უნდა, კოლექტივი იმისთვის არსებობს, რომ საჭირო დროს გვერდში დაგიდგეს“.

პაციენტებს, როგორც მედმუშაკებს, საკვებით კვების ეროვნული ქსელი „კარასი“ უზრუნველყოფს.

რაც შეეხება კორონავირუსს, გიორგი აღნიშნავს, რომ ვირუსი არ არის ისეთი საშიში, როგორც ადამიანებს ჰგონიათ. ის გვირჩევს, პანიკას არ ავყვეთ და ჰიგიენის ელემენტარული წესები დავიცვათ. ამ შემთხვევაში დაინფიცირება შეიძლება ავირიდოთ.

18 აპრილის მდგომარეობით, სომხეთში ინფიცირების 1248 შემთხვევა დაფიქსირდა, 47 კი ბოლო 24 საათში გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა სულ 402 პაციენტი. ადრე პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში იზოლაციაში და თვითიზოლაციაში რამდენიმე ათასი ადამიანი იმყოფება.