ბოლო საყიდლები: რიგები აღდგომის წინ თბილისში - ფოტო

Sputnik

თბილისის დიდ სუპერმარკეტებთან რიგები დილის 9 საათიდან გაჩნდა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტა, თუ რა ხდებოდა დედაქალაქის ერთ-ერთ ჰიპერმარკეტთან.

ზოგ სავაჭრო ობიექტთან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებიც გამოჩნდა, ზოგგან რიგებს მაღაზიების დაცვის წევრები არეგულირებდნენ. თორმეტის ნახევრისთვის რიგები უკვე საგრძნობლად შემცირდა.

 

1 / 24
პარასკევს დილიდან თბილისის მოსახლეობა აღდგომისათვის მოსამზადებლად სუპერმარკეტებში გაემართა, რათა მსუბუქი ავტომობილების გადაადგილების აკრძალვამდე პროდუქტები შეეძინათ
2 / 24
დღესასწაულისათვის მოსამზადებლად პარასკევს დიდ სუპერმარკეტებთან ასობით ადამიანმა მოიყარა თავი
3 / 24
ობიექტების დაცვის წევრები შეძლებისდაგვარად ცდილობდნენ ადამიანებს შორის დისტანციის დაცვას
4 / 24
რიგებისთვის სიდიდის გამო დაცვის წევრების რაოდენობა საკმარისი არ აღმოჩნდა. ზოგგან ადამიანი ჯგუფებად იდგნენ და დისტანციას არ იცავდნენ
5 / 24
შესასვლელთან ახლოს ადამიანები ერთმანეთისგან დაშორებით მიდიოდნენ
6 / 24
მაგრამ რიგის ბოლოში ყველაფერი ასე კარგად არ იყო
7 / 24
ზოგ ჰიპერმარკეტთან რიგები წარმოუდგენლად დიდი იყო
8 / 24
ავტოსადგომი დილის 9 საათიდან გადავსებული იყო
9 / 24
მათ მხოლოდ რამდენიმე საათი ქონდათ, რათა საჭირო პროდუქტი ეყიდათ და სახლშ მისვლაც მოესწროთ
10 / 24
ჰიპერმარკეტში შესულებს აძლევდნენ ხელთათმანებს და ხელებს სადეზინფექციო ხსნარით უმუშავებდნენ
11 / 24
ასევე ძალაში შევიდა ახალი წესი, რომლის თანახმადაც, ხალხმრავალ შენობებში პირბადის ტარება აუცილებელი გახდა
12 / 24
სახლში ყველას სხვადასხვა პროდუქტი მიჰქონდა
13 / 24
ზოგ მყიდველს სასმელებით სავსე კალათები გამოქონდა ჰიპერმარკეტიდან - შესაძლოა პატარა მაღაზიების მოსამარაგებლად
14 / 24
ზოგსაც უბრალოდ პირადი მოხმარებისათვის
15 / 24
დილიდან დიდი რიგები წარმოიქმნა სხვადასხვა ჰიპერმარკეტებთან...
16 / 24
თუმცა, 11 საათის შემდეგ საგრძნობლად შემცირდა
17 / 24
უკვე თორმეტის ნახევრისთვის მყიდველები თითქმის აღარ დარჩნენ
18 / 24
ყველა ცდილობდა მალე მიეტანა სახლში ნაყიდი პროდუქტები
19 / 24
დრო კი უფრო და უფრო ცოტა რჩებოდა
20 / 24
ზოგს სადგომზე ტაქსი ელოდა. მსუბუქი ავტომობილების გადაადგილების აკრძალვა ტაქსისტებსაც შეეხოთ. ახლა მათ 22 აპრილამდე საქმიანობა ეკრძალებათ
21 / 24
თავის დასაცავად ადამიანები იყენებდნენ სამედიცინო ნიღბებს და რესპირატორებს
22 / 24
პარასკევს დღისით „კარფურში“ გამოაცხადეს, რომ 22 აპრილამდე ჰიპერმარკეტი „ისტ პოინტისა“ და „თბილისი მოლის“ ტერიტორიაზე მუშაობას წყვეტს
23 / 24
ჰიპერმარკეტის მიმდებარედ ტანსაცმლით, ტექნიკითა და სხვა სახის პროდუქციით მოვაჭრე ობიექტები კარანტინის გამო უვკე დაკეტილი იყო
24 / 24
ასე გამოიყურებოდა შადრევანი „ისტ პოინტის“ ტერიტორიაზე. ეს ადგილი ადრე ყოველთვის გადავსებული იყო. ახლა კი აქ სიცარიელეა. ფოტოზე ჩანს მხოლოდ დაცვის წევრების პატარა ჯგუფი, რომლებიც მუშაობას განაგრძობენ, რათა ტერიტორიაზე წესრიგი არ დაირღვეს