აღდგომამდე მორწმუნეები ექვსი კვირის განმავლობაში იცავენ მარხვას, რომლის დანიშნულებაც უპირველესად ადამიანის სულიერი განწმენდაა და არა მხოლოდ საკვების შეზღუდვა.
დიახ, ეს მნიშვნელოვანი მომენტია აღდგომის შესაგებებლად, მაგრამ არა ერთადერთი. მით უმეტეს, რომ მოძღვართა ნაწილი მრევლს არც ავალდებულებს იმარხულონ, თუ მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ და ზოგადად არ გამოირჩევიან მტკიცე ფიზიკური მდგომარეობით.