მედპერსონალი უწყვეტი სამუშაო რეჟიმის შემდეგ თანამშრომლებმა მადლობის ტაშით გააცილეს - ვიდეო

თბილისის ზღვის ჰოსპიტლის სამედიცინო პერსონალი ორკვირიანი უწყვეტი სამუშაო რეჟიმის შემდეგ თანამშრომლებმა მადლობის ტაშით გააცილეს. მათ მეორე ცვლის ექიმები ჩაანაცვლებენ.
Sputnik

პირველი ცვლის სამედიცინო პერსონალი კლინიკიდან პირდაპირ კარანტინში გადავა და ორი კვირის შემდეგ ისევ დაუბრუნდება სამუშაო ადგილს.