COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა 370-ს შეადგენს.
Sputnik

თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსი უკვე 79 ადამიანმა დაამარცხა, აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge

დილით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 77-ს შეადგენდა.  

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 370-მდე გაიზარდა

რაც შეეხება ინფიცირებულების რაოდენობას, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 370 შემთხვევა არის დადასტურებული, ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმში 5035 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ – 540.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა, ინფექციის გავრცელების  პრევენციის მიზნით ქვეყანაში შემოღებულია საგანგებო მდგომარეობა, მოქმედებს კომენდანტის საათი. არსებულ აკრძალვებსა და შეზღუდვებს დღეს დაემატა ახალი აკრძალვებიც. კერძოდ, 17 აპრილის 12:00 საათიდან 21 აპრილამდე ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. დაიკეტა ყველა სასაფლაო ათი დღით. ასევე 17 აპრილიდან საქართველოში აუცილებელი ხდება სამედიცინო პირბადის ტარება დახურულ სივრცეში. აკრძალვებისა და შეზღუდვების დარღვევებისთვის სოლიდური ჯარიმებია გათვალისწინებული.