ყვითელი ამბები

„დიდი და სამწუხარო რიცხვია ამ მოცემულობაში...“ - ნახეთ რა გამოაქვეყნა ნოე სულაბერიძემ

პროდიუსერი ნოე სულაბერიძე საქართველოში კორონავირუსის გამო შექმნილი სიტუაციის გამო წუხს და სოციალურ ქსელში, მისი თქმით, სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
Sputnik

პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ გადაწყვიტა საკუთარი „ისტაგრამის“ საშუალებით იმ ადამიანების განწყობა გაეგო, ვინც აღდგომის ლიტურგიაზე წასვლას ან სახლში დარჩენას გეგმავს. შედეგი პროდიუსერმა „სთორიში“ გამოაქვეყნა და სამწუხარო და დიდი რიცხვი უწოდა იმ 24 პროცენტს, რომელიც აღდგომას, მედიკოსების არაერთი მოწოდების მიუხედავად, ტაძარში წასვლას გეგმავს.

როგორც ჩანს, სახლში დარჩენას გეგმავენ თავად პროდიუსერი და მისი ცნობილი მეუღლე ჯანეტ ქერდიყოშვილი. წყვილს პატარა იანვარში შეეძინა. მას ანა დაარქვეს. ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით გამოირჩევა. ნიჭიერმა და საინტერესო პროდიუსერმა რამდენიმე თვის წინ ყველასთვის მოულოდნელად მესამე ცოლი მოიყვანა. მისი რჩეული სკანდალური განცხადებებით გამოირჩეოდა. ამ ახალ წყვილზე თბილისში ყველა საუბრობს. ნოე სულაბერიძის მორიგი დაოჯახება მეგობრებისთვის დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა. ახლად დაქორწინებულების ურთიერთობა ძალიან სწრაფად განვითარდა.

საქმიანი და გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად ნოე და ჯანეტი დროს ერთად ხშირად ატარებენ. მიუხედავად იმისა, რომ ნოეს მექალთანე მამაკაცად მიიჩნევენ და მისი ყოფილი ოჯახები არც ისე მყარი გამოდგა, ჯანეტთან ურთიერთობამ ნოე შეცვალა. ბევრი თაყვანისმცემელი მათ გარეგნულ მსგავსებას ამჩნევს და აღნიშნავენ, რომ ნოე და ჯანეტი და-ძმას უფრო ჰგვანან, ვიდრე ცოლ-ქმარს.